პროექტი
Thursday, January 17, 2013
Friday, December 14, 2012
გენმოდიფიცირებული საკვები
ყოველწლიურად მატულობს მოსახლეობის რიცხვი ჩვენს პლანეტაზე, დემოგრაფიული მაჩვენებელი ყველა ქვეყანაში მაქსიმუმს აღწევს. რათქმაუნდა ეს პროგრესია, მაგრამ ყველაფერს აქვს ორი მხარე. უარყოფითი ის არის, რომ რთულდება მოსახლეობისთვის საკვების მოძიება: მიწა ნაკლებად ნაყოფიერია; უმეტეს მწერებს, პესტიციდების მიმართ მდგრადობა აქვთ განვითარებული; სულ უფრო ნაკლებ ადამიანს სურს სასოფლო მეურნეობაში მუშაობა. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ზემოაღნიშნული „შემშლელი“ ფაქტორები არ იარსებებს და შევძლებთ მოსავლის მოყვანას, მსოფლიო მოსახლეობის რაოდენობა იმდენად დიდია, რომ სრულად მისი საკვებით მომარაგება შეუძლებელია. ამიტომაც მეცნიერებმა შექმნეს გენმოდიფიცირებული პროდუქტები. ამ სახის პროდუქტები ადვილად „მოსაყვანია“ და გააჩნიათ იაფი ღირებულება. უბედურება ისაა, რომ ამ პროდუქტებს შეუძლიათ ადამიანის ორგანიზმში გარკვეული მუტაციებისა და ისეთი რთული დაავადების გამოწვევა, როგორიცაა კიბო და მრავალი სხვა მძიმე დაავადება.
გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმები, ისეთი ორგანიზმებია, რომელთა გენეტიკური მატერია (დნმ) სახეცვლილია იმგვარად, რომელთა გარდაქმნა ჩვეულებრივ, პირობებში არ ხდება. ამ ტექნოლოგიას ხშირად “თანამედროვე ბიოტექნოლოგიას”, ან “გენურ ინჟინერიას” უწოდებენ. მისი მეშვეობთ შესაძლებელია გამორჩეული ინდივიდუალური გენების ერთი ორგანიზმიდან სხვა ორგანიზმში ჩანერგვა, იმ შემთხვევაშიც კი როცა ორგანიზმები არ არიან ერთმანეთთან სახეობრივ კავშირში. ასეთი მეთოდი გამოიყენება გენმოდიფიცირებული მცენარეების გამოსაყვანად,რომლებიც შემდგომში გენმოდიფიცირებულ საკვებ მცენარეულ კულტურებად გვევლინებიან.
მოდით გავეცნოთ, თუ როგორ ახდენენ გმო-ს წარმოქმნას.თავიდან გამოყოფენ გენს, დონორი უჯრედიდან, ან ახდენენ მის ხელოვნურ სინთეზს; ამის შემდეგ ხდება გამოყოფილი გენის „ვექტორთან“ მიერთება. უმეტეს შემთხვევაში, ვექტორის როლს ასრულებს ბაქტერიის პლაზმიდა. (ბაქტერია შეიცავს ძლიერ ჩახლართულ ქრომოსომას და პლაზმიდას) პლაზმიდა რგოლური ფორმისაა და წარმოადგენს ორძაფიან მოლეკულას, აქვს რეპლიკაციის(გაორმაგების) უნარი. ფერმენტ რესტრიქტაზების(იღებენ ბაქტერიიდან- Escherichia coli) მეშვეობით ხდება პლაზმიდის ჩაჭრა. შემდეგ ამ ღია პლაზმიდას უერთებენ გამოყოფილ გენს და ფერმენტ ლიგაზას მეშვეობით ხდება მათი „გაკერვა“. მიიღება ვექტორი. ვექტორსაბრუნებენ ისევ ბაქტერიაში და მოდოფიცირებული ბაქტერიით ახდენენ რეციპიენტი ორგანიზმის (მაგ.მცენარის) დასნებოვნებას. მიიღება გენმოდიფიცირებული ორგანიზმი.
გენმოდიფიცირებული საკვები პროდუქტების შემუშავებისა და ფართოდ გავრცელების ძირითადი მიზეზია მწარმოებლისა და მომხმარებლისთვის გარკვეული ხიბლი. კერძოდ გენმოდიფიცირებული პროდუქცია დაბალი ღირებულებისაა, ამასთან ერთად ამ პროდუქციის შენახვის ვადები გაცილებით ხანგრძლივია, ხოლო საკვები ღირებულება მაღალი. ხშირად გენმოდიფიცირებული პროდუქცია ერთობლივად მოიცავს ზემოაღნიშნულ თვისებებს. გენის გადატანის ერთერთი სახეა აუტკროსინგი. ეს პროცესი გულისხმობს ბუნებრივ პირობებში, გენმოდიფიცირებული მცენარის გენის გადატანა-გადანერგვას ტრადიციულ კულტურებში, აგრეთვე ტრადიციული და გენმოდიფიცირებული კულტურების შერევას. აუტკროსინგი წარმოადგენს გარკვეულ რისკ-ფაქტორს, რადგან ახდენს ირიბ ზემოქმედებას სურსათის უვნებლობაზე. რისკ ფაქტორი ნათლად წარმოჩნდა აშშ-ში მაშინ, როცა მაისას ტიპის მცენარეული ელემენტები, რომლებიც ნებადართული იყო საკვებ პროდუქტად მხოლოდ ცხოველებისათვის, აღმოჩნდა ადამიანის საკვებში.
არსებობს ინფორმაცია, რომ გენმოდიფიცირებული საკვების უკან დგანან უმსხვილესი კომპანიები,რომელთა სავაჭრო ბრინვა 10წლის განმავლოვაში 68 მილიონიდან 24 მილიარდამდე გაიზარდა.
ხშირად აქციებიც კი ჩატარებულა გმო-ს წინააგმდეგ:
სქართველოში გმო პროდუქციის გაკონტროლება საერთოდ არ ხდება. სახელმწიფო ორგანოებს თითქმის არ გააჩნიათ მონაცემები ქვეყნაში რა ტიპის და რა რაოდენობის გენმოდიფიცირებული პროდუქტი შემოდის. თუმცა, ხელისუფლებაში აცხადებენ,რომ გმო პროდუქციის გასაკონტროლებლად სპეციალური კანონი იქნება მიღებული. როგორც ცნობილია, კანონპროექტი გენმოდიფიცირებული ცოცხალი ორგანიზმების, ანუ თესლისა და ქვირითის შემოტანის აკრძალვას შეეხება, ხოლო მზა პროდუქტის შემოტანის შემთხვევაში კი მისი მარკირება მოხდება. მსოფლიოში მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაა, რომლებიც მთლიანად გამოცხადდნენ გმო-სგან თავისუფალ ზონად. მათ შორის არის საბერძნეთი, რომელმაც 2004 წელს მიიღო ასეთი გადაწყვეტილება. მიუხედავად ამისა, ადგილობრივ ბაზარზე 12% მაინც გენმოდიფიცირებულ პროდუქციას შეადგენს, განსაკუთრებით კი სოიოსა და ხორბლის სახით.
Subscribe to:
Comments (Atom)


