დადებითი და უიარყოფითი თვისებები
დადებითი თვისებები:
მსოფლიოში გმო პროდუქციის ერთ-ერთ უპირატესობად ასახელებენ იმას, რომ ამ გზით შესაძლებელია სასურსათო კრიზისის დაძლევა. დედამიწის მოსახლეობამ მიაღწია 6 მილიარდს და გამრავლების ასეთი ტემპი თუ შენარჩუნდა, მომავალი 50 წლის განმავლობაში 2-ჯერ გაიზრდება. მოსახლეობის საკვები პროდუქტებით მომარაგება სულ უფრო პრობლემატური ხდება და მსოფლიოს მრავალ კუთხეში შიმშილი მძვინვარებს. გენმოდიფიცირებული პროდუქტების საშუალებით ამ პრობლემის გადაჭრა რამდენიმე გზით შეიძლება. უპირველესად, გენმოდიფიცირებული ხილ-ბოსტნეული თავს იცავს მავნე მწერებისა და სარეველა ბალახისაგან, აქედან გამომდინარე, იმატებს ამ პროდუქტების მოსავლიანობა, თვითღირებულება კი იკლებს. არსებობს გენური ინჟინერიით გამოყვანილი მცენარეები, რომლებიც ადვილად უმკლავდებიან ვირუსებს, ბაქტერიებს და სოკოებს. ამ გზით მიღებული მცენარეები უძლებს ისეთ ყინვას, რაც ჩვეულებრივ გაანადგურებდა მოსავალს. ეს, თავის მხრივ, ზრდის აგროკულტურის ზონას. მესამე სამყაროს ქვეყნებში, სადაც ძირითადი საკვები პროდუქტი ბრინჯია, მოსახლეობის დიდ ნაწილს ვიტამინების ნაკლებობა აწუხებს. გენმოდიფიცირებულ პროდუქტებს ამ პრობლემის გადაჭრაც შეუძლია. ძირითადი პრობლემა A ვიტამინის ნაკლებობაა. ამისთვის შვეიცარიელმა მეცნიერებმა შექმნეს ბრინჯის ახალი ჯიში, რომელიც დიდი რაოდენობით ბეტა-კაროტინს (A ვიტამინს) და რკინას შეიცავს. თუმცა, აღნიშნულმა შვეიცარიულმა კომპანიამ ვერ მოიპოვა მესამე სამყაროს ქვეყნებში ამ მცენარის თესლის გავრცელების უფლება, რისი მიზეზიც ევროპაში გენური ინჟინერიის საწინააღმდეგო მოძრაობები იყო.
უიარყოფითი თვისებები:
მეცნიერთა კვლევები ადასტურებს, რომ გენეტიკურად მოდიფიცირებული პროდუქტის საკვებად გამოყენებას, ადამიანის ჯანმრთელობისთვის სერიოზული ზიანის მოტანა შეუძლია. გენმოდიფიცირებული საკვების მიღება უამრავ დაავადებას იწვევს, თავდაპირველად მხოლოდ ალერგიული რეაქციებით ვლინდებოდა, თუმცა შემდეგ დაავადებათა სინდრომები გაიზარდა და როგორც მეცნიერები ადასტურებენ, გაჩნდა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოშლილობა, იმუნური რეაქციები, ღვიძლის ფუნქციის დარღვევები… მეცნიერებმა მდედრ ვირთაგვებზე ჩაატარეს ექსპერიმენტი, – მათ გენმოდიფიცირებული სიმინდითა და სოიით კვებავდნენ. მათი ნაშიერები დღენაკლული იბადებოდნენ და ძალიან მალე იღუპებოდნენ, ამასთან, მათი შვილები უკვე შთამომავლობას ვეღარ იძლეოდნენ…დასკვნების თანახმად, ეს საშიშროება ვრცელდება ადამიანებზეც, ანუ, თუ ფეხმძიმე ქალბატონი გენური ინჟინერიით გამოყვანილი საკვებით იკვებება, მის ნაყოფზე არაჯანსაღი კვება განსაკუთრებით მძიმედ აისახება.
განსაკუთრებით დიდი სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ მათ გამოყენებას ჩვილ ბავშვთა ასაკში, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ნებისმიერი დედის რძის შემცვლელი ადაპტირებული ნარევის ცხიმოვანი კომპონენტის შემადგენლობაში შედის მცენარეული ცხიმები, კერძოდ, სოიო, სიმინდი, პალმა, ქოქოსი და ა. შ. ალბათ მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ იმ ფაქტს, რომ დღეისათვის მსოფლიოში ყველაზე მეტად სწორედ ზემოთჩამოთვლილი პროდუქტების გენმოდიფიცირება ხდება.
No comments:
Post a Comment